დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის დაფუძნებიდან 10 წლისა და ჟურნალ კრიმინოლოგის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

2011 წლის 20 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის დაფუძნებიდან 10 წლისა და ჟურნალ კრიმინოლოგის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები:

ჟურნალ კრიმინოლოგის მე-5 ნომრის და სამართალმცოდნეობის დოქტორის, მიხეილ ბაძაღუას წიგნის "ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი საქართველოს მაგალითზე"-ს პრეზენტაციები.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა ცენტრის ხელმძღვანელმა, ჟურნალ "კრიმინოლოგი"-ს მთავარმა რედაქტორმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ, რომელმაც მოკლედ გააცნო ცენტრისა და ჟურნალის განვლილი გზა და მომავლის ხედვები;

ასევე ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრის, ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის, პროფესორ კრის ესკრიჯის მისასალმებელი წერილი.

პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ წლების მანძილზე ცენტრისა და ჟურნალის მხარდამჭერებს მადლობის ბარათები გადასცა; სიტყვით გამოვიდნენ:


ჯემალ გახოკიძე - ჟურნალ "კრიმინოლოგი"-ს ექსპერტ-კრიმინოლოგთა საბჭოს წევრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე, სამართალმცოდნეობისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი. რომელმაც გააცნო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქართველოში კრიმინოლოგიის განვითარებაში მისი მნიშვნელობა

 

შენგელია რომანი - ცენტრის მთავარი კონსულტანტი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ხვედელიძე მანანა - ცენტრის თანადამფუძნებელი, სამართალმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, პოლკოვნიკი

გვეტაძე გურამი – ჟურნალ "კრიმინოლოგი"-ს ექსპერტ-კრიმინოლოგთა საბჭოს წევრი, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი

ჯანაშია ჯემალი - ცენტრის და ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, გრ. რობაქიძის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, თადარიგის გენერალ-მაიორი.

კვაჭაძე ოთარი - ცენტრის თანადამფუძნებელი, გამგეობის და ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, პროფესორი, თადარიგის პოლკოვნიკი

მოსულიშვილი მანანა – სამართლის დოქტორი, გრ რობაქიძის უნივერსიტეტის სრული პროფესორი

ჩალათაშვილი აკაკი - ცენტრის წევრი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი

ასანიძე სოფიო – ცენტრის წევრი, გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი.

გალდავა გულიკო – სამართლის დოქტორი, გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე

ღლოტი გოგი – ცენტრის თანადამფუძნებელი, ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, გრ. რობაქიძის უნივერსიტეტის სრული პროფესორი

დადუნაშვილი ია – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი, გაეროს ნარკორტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს ეროვნული პროგრამის ოფიცერი.

ბიბილაშვილი ლია – ცენტრის თანადამფუძნებელი, პოლკოვნიკი

კვაშილავა ალექსანდრე – ჟურნალ "კრიმინოლოგი"-ს ექსპერტ-კრიმინოლოგთა საბჭოს წევრი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თადარიგის პოლკოვნიკი.

შეკრების მონაწილეებმა მიიღეს რეკომენდაციები – დარიგდეს ჟურნალ "კრიმინოლოგი"-ს მე-5 ნომერი და სამართალმცოდნეობის დოქტორის, მიხეილ ბაძაღუას წიგნი „ადამიანებით ვაჭრობა - ტრეფიკინგი საქართველოს მაგალითზე“ შესაბამის ორგანიზაციებში.

ცენტრის და ჟურნალის იუბილესთან დაკავშირებით გამოცხადდეს კონკურსი „ჟურნალის საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი მისი გამოცემიდან დღემდე“, დოქტორანტებს, მეცნიერ-მუშაკებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის ერთი ნაშრომი, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შორის ერთი ნაშრომი.

  • გამარჯვებული ნაშრომების ავტორები დაჯილდოვდნენ და ნაშრომები გამოქვეყნდეს ჟურნალი მომდევნო ნომერში
  • თადარიგის გენერალ-მაიორი რუბენ ასანიძე შეყვანილი იქნეს ჟურნალის კრიმინოლოგის ექსპერტ-კრიმინოლოგთა საბჭოს წევრად.
  • გაზიარებული იქნეს პროფესორების მალხაზ ბაძაღუასა და ჯემალ ჯანაშიას ინიციატივა საერთაშორისო დანაშაულობის პრობლემებზე სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების თაობაზე.
  • მოწონებული იქნეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით აღებული ვალდებულებები.
 

კომენტარის დამატება


უსაფრთხოების კოდი
განახლება

ჩვენი პარტნიორები

საიტზე იმყოფება

 1 სტუმარი 


ცენტრის შესახებ

  • ცენტრის მიზნები და ამოცანები »»»
  • ცენტრის საქმიანობის ფორმები »»»
  • ცენტრის ორგანიზაციული სტრუქტურა »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი", ვრცლად »»